კვირა, 05.01.2025, 19:39
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » მარტი » 23 » დიეგო ფორლანი
19:31
დიეგო ფორლანი
დიეგო ფორლან გორასო (ესპ. ˈdjeɣo foɾˈlan; დ. 19 მაისი) — ურუგვაელი ფეხბურთელი. თამაშობს საფეხბურთო კლუბ ინტერში და ურუგვაის ეროვნულ ნაკრებში. ორჯერ აქვს მოგებული პიჩიჩი ტროფი და ევროპის ოქროს ბუცი. მან ასევე მიიღო ოქროს ბურთი, როგორც 2010 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშემ.

ფორლანი დაიბადა ფეხბურთელების ოჯახში, მისი მამა, პაბლო ფორლანი თამაშობდა სან პაულუს შემადგენლობაში 1970-75 წლებში და ურუგვაის ნაკრებში 1966 და 1974 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე და მისი ბაბუა, ხუან კარლოს კორასო (დედის მხრიდან) — ატლეტიკო ინდეპენდიენტეში, არგენტინაში.

ახალგაზრდობის ასაკში სხვადასხვა გუნდებში 4-წლიანი წარმატებული თამაშის შემდეგ ფორლანი შეუერთდა ინდეპენდიენტეს. აქ გატარებული 4 წარმატებული სეზონის შემდეგ ის გადავიდა მანჩესტერ იუნაიტედში, ინგლისის საფეხბურთო პრემიერლიგაში. მანჩესტერში ის არ გამოირჩეოდა ისეთივე წარმატებული თამაშით, როგორც ინდეპენდიენტეში. მიუხედავად ამისა, მან გუნდთან ერთად მოიგო 2002-03 წლების სეზონში ინგლისის პრემიერლიგა და 2003-04 წლების სეზონის ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი. 2004 წლის ზაფხულში ის გადაბარგდა ესპანეთის ლა ლიგის კლუბ ვილიარეალში.

ვილიარეალთან ერთად გატარებულ პირველ სეზონში, ფორლანმა გაიტანა 25 გოლი და მოიგო პიჩიჩი ტროფი. ორი წარმატებული სეზონის შემდეგ, ფორლანი გადაბარგდა მადრიდის ატლეტიკოში, სადაც ის კიდევ ერთხელ გახდა ესპანეთის ლა ლიგის ბომბარდირი და გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ორჯერ მოიგო ეს ტიტული რონალდოს შემდეგ (2003-04). ფორლანმა ატლეტიკოს შემადგენლობაში გაიტანა გოლი 2010 წლის უეფა-ს ევროპის ლიგის ფინალში, ფულემის წინააღმდეგ. 2011 წელს ფორლანი შეუერთდა იტალიის სერია A-ს კლუბ ინტერს.

ფორლანს აქვს ასევე წარმატებული სანაკრებო კარიერა. ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში გატანილი აქვს 32 გოლი, 2002 წლის დებიუტის შემდეგ. მან ერთი გოლი გაიტანა 2002 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა ხუთი გოლი, ამათგან ორი გოლი გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის, სამხრეთ აფრიკის ნაკრების კარში, ერთი განის ნაკრების კარში მეოთხედფინალურ მატჩში, ერთი ჰოლნადიის ნაკრების კარში, ერთიც კი მესამე ადგილისთვის გამართულ მატჩში, გერმანიის ნაკრების კარში. ფორლანმა მოიგო ოქროს ბურთი და ცნეს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ.[1]

2011 წლის 12 ივლის 2011 წლის კოპა ამერიკაზე, რომელიც გაიმართა არგენტინაში, ფორლანმა ითამაშა ეროვნული ნაკრების მაისურით მექსიკის ნაკრების წინააღმდეგ, რითიც მოხსნა ყოფილი მეკარის, როდოდლფო როდრიგესის რეკორდი, 1986 წლის შემდეგ. ფორლანი ასევე არის ურუგვაის ნაკრების მოქმედი ბომბარდირი.

 პროფესიული კლუბები1
წლები კლუბი მატჩი (გოლი)*
1997–2001
2001–2004
2004–2007
2007–2011
 2011- ინდეპენდიენტე 
  80 (37)
მანჩესტერი   63 (10) 
ვილიარეალი  
  106 (54)
ატლეტიკო    
  134 (74)
ინტერი         
8(1)
 
 
  

ნანახია: 599 | დაამატა: Giuseppe-Meaca | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
1 Giuseppe-Meaca  
0

2 interelia  
0
flag3 flag3 flag3 flag3 flag3

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
300
Copyright MyCorp © 2025    
 Fc.inter