მილანის "ინტერის" თავდამსხმელმა დიეგო ფორლანმა "მარსელთან" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩამდე განაცხადა, რომ მილანელები მეტოქესთან ფრთხილად უნდა იყვნენ. შეგახსენებთ, რომ "მარსელსა" და "ინტერს" შორის პირველი მერვედფინალური მატჩი საფრანგეთში გაიმართა, სადაც ფრანგემა იტალიელები 1:0 დაამარცხეს.
"როცა მოედანზე გამოვდივარ, ყოველთვის დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს გუნდს გამარჯვება შეუძლია.
ვიცით, რომ "მარსელი" კარგი გუნდია. მათ პირველ შეხვედრაში 1:0 მოგვიგეს და ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ და მეტოქეზე უკეთ ვითამაშოთ, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ", - თქვა ურუგვაელმა ფეხბურთელმა.
|