ბრაზილიური "ინტერნასიონალის” თავდამსხმელმა, ლეანდრო დამიაომ, იტალიის სერია ა-ში ასპარეზობის სურვილი გამოთქვა, თუმცა იქვე დაამატა, რომ აპენინებზე მისი ფავორიტი გუნდი "ნაპოლია”. 22 წლის ტალანტმა ინტერვიუ Corriere dello Sport – ს მისცა: "სერია ა-ში ნამდვილად დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი. იტალიაში ასპარეზობა განსაკუთრებით იმიტომ მსურს, რომ იქ ჩემი ორი ფავორიტი თავდამსხმელი ასპარეზობს: ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ედინსონ კავანი. "ნაპოლი” ძალიან სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს და ვალტერ მაცარის გუნდს ამის გამო ვაფასებ. შესანიშნავი იქნებოდა კავანის გვერდიგვერდ თამაში. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ სკუდეტოს "მილანი” დაეუფლება. "ინტერი”? მათ რთული პერიოდი აქვთ, მაგრამ ჩემი აზრით, ისინი მომავალ სეზონში სკუდეტოსთვის ბრძოლას აუცილებლად დაუბრუნდებიან.” – განაცხადა დამიაომ.
kargi ki ara calian magaria,magram interi marto bebrebs yidulobs da chamocerilebs,sircxvila ras daamsgavses grani chemi,iuvec gagvtxris exla da eg iqneba dasasruli am utavmoyvareebis
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]