დიდიე დროგბას აგენტმა, ჟან-კლოდ მბედემ მისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა.
"დიდიე თვლის, რომ მისი კარიერა უკვე დასასრულს უახლოვდება. იგი ხვდება, რომ "ჩელსიში" მისი ადგილი აღარ არის და იქ უკვე სხვა ფეხბურთელები იბრძვიან მის პოზიციაზე. მისი ოცნებაა, ითამაშოს გუნდში, რომელშიც იგი კვლავ მოახერხებს თასების მოგებას. "ინტერი"? ეს კარგი კლუბია, თუმცა ჩემს კლიენტს "მილანში" სურს. თუ ამ ტრანსფერის განხორციელება ვერ მოხერხდება, მაშინ დროგბა "მარსელს" მიაშურებს. იგი ზუსტად ამ ფრანგულ კლუბში გახდა დიდი ფეხბურთელი და შეიძლება აქვე დაასრულოს მისი კარიერა."
|