"ინტერის” ნახევარმცველი ხავიერ ძანეტი საკუთარ კარიერაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მხოლოდ და მხოლოდ შავ-ლურჯიანებში სურს კარიერის დასრულება.
"ვერ და არ ვფიქრობ, რომ არგენტინაში დავბრუნდები. იქ არ მსურს არც ცხოვრება და არც თამაში. "ინტერში” უკვე 16 წელია რაც ვთამაშობ და ეს გუნდი მხოლოდ სამუშაოს დონეზე არ არის ჩემთვის. კლუბი ჩემი სახლია და თითოეული ფეხბურთელი ჩემი ოჯახის წევრი. ამიტომ გამიჭირდება აქედან წასვლა.
ვგეგმავ, რომ კარიერა იტალიაში დავასრულო, რაღა თქმა უნდა არცერთ სხვა კლუბში და მხოლოდ "ინტერში”. იმედი მაქვს ჩემი ეს სურვილი ხელმძღვანელობისთვისაც მისაღები იქნება”.
|