ძოლამ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა წამოიწყო. შესამჩნევი წარმატებებისათვის არ მიუღწევია, მაგრამ წარუმატებელთა კატეგორიაშიც არ ჩაეწერა. მისი ბოლო კლუბი ინგლისური "ვესტ ჰემი” იყო.
"ამბავი მომიტანეს, რომ შესაძლოა "ინტერის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობა შემომთავაზონ. მართალია ეს დაუზუსტებელი ინფორმაციაა, მაგრამ მაინც სასიამოვნო ფაქტია. "ინტერის” გაწვრთნა ჩემთვის ახალი გამოწვევა იქნება. წარმატების შემთხვევაში ამ პროფესიაში უფრო მაღალ მწვერვალებს დავიპყრობ. მოვლენებს წინ ვერ გავუსწრებ. მოუთმენლად ველი მილანური გუნდის ოფიციალურ შემოთავაზებას” – განაცხადა ჯან ფრანკო ძოლამ.