როგორც იცით, დღეს იტალიურ სპორტულ გამოცემებში დაიწერა, რომ შესაძლებელია "ინტერის" ჰოლანდიელი ნახევარმცველი უესლი სნეიდერი "მილანში" ვიხილოთ. თუმცა, დღეს ადრიანო გალიანიმ ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს, სადაც ეს ჭორები უარყო.
"მეც წავიკითხე გაზეთში სტატიები, მაგრამ მის პოზიციაზე ორი შესანიშნავი მოთამაშე გვყავს. ურბი ემანუელსონი და კევინ–პრინც ბოატენგი თავიანთ სამუშაოს თავს ნამდვილად კარგად ართმევენ," განაცხადა გალიანიმ და საუბარი ევრო ტურნირებზე "ინტერის", "უდინეზესა" და "ნაპოლის" მარცხებზე განაგრძო: "სამწუხაროდ, იტალიურ გუნდებს საქმე ცუდად წაუვიდათ. მალე რეიტინგში პორტუგალიისა და საფრანგეთის ჩემპიონატები დაგვეწევა."