მილანის” 34 წლის ნახევარმცველი ჯენარო გატუზო და "ინტერის” 35 წლის კოლუმბიელი მცველი ივან კორდობა სამწვრთნელო ლიცენზიის აღებას აპირებენ. ამის შესახებ იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport-ი იუწყება. ორივე მათგანი უკვე ჩაეწერნენ სამწვრთნელო კურსებზე, რომელიც 12 მარტიდან 28 აპრილის ჩათვლით გაიმართება. მათი გავლის შემდეგ, გატუზო და კორდობა В კატეგორიის ლიცენზიას მიიღებენ. გამომდინარე იქიდან, რომ მათ თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებებში მსოფლიოს ჩემპიონატზე უთამაშიათ, ორივე ფეხბურთელი პრაქტიკული მეცადინეობებისგან გათავისუფლებულია და მხოლოდ თეორიას შეისწავლის.
|