მოგეხსენებათ, ოთხშაბათს "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის ფარგლებში გასვლითი მატჩი გამართა "მილანთან". კატალონიელები სამშობლოში თამაშის დასრულებისთანავე უნდა დაბრუნებულიყვნენ, თუმცა ესპანეთში დაგეგმილი გაფიცვების გამო, "ბლაუგრანას" იტალიაში მოუხდა დარჩენა. გუნდმა გუშინ "ინტერის" სავარჯიშო ბაზაზე ივარჯიშა, თავისუფალი დრო კი ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა მილანის მაღაზიებში "შოპინგებისთვის" გამოიყენეს. აქვე ერთმანეთს მარკო ბრანკა და გუარდიოლა თბილათ გაესაუბრნენ