მთავარი » 2012»მარტი»30 » გუარდიოლა: "სირცხვილია, რომ "სან სირო" მატჩისთვის არ მოამზადეს"
20:28
გუარდიოლა: "სირცხვილია, რომ "სან სირო" მატჩისთვის არ მოამზადეს"
გუშინ "მილანსა" და "ბარსელონას" შორის გაიმართა ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/4 ფინალური მატჩი, რომელიც ფრედ, ანგარიშით 0-0 დასრულდა. მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ: "ჩვენ ვიცოდით, რომ "მილანი" ძალიან ძლიერი გუნდია, ხოლო ის ფაქტი, რომ ვერ მოვახერხეთ გასვლაზე გოლის გატანა, არც ისე კარგია "ბარსელონასთვის". მოედანი იყო სრიალა, არ იყო მარტივი ასეთ საფარზე თამაში."
"სან სიროზე" თამაში ყოველთვის სასიამოვნოა. სირცხვილია, რომ ასეთ სტადიონზე მოედანი არ მოამზადეს სათანადო დონეზე. "ინტერი" და "მილანი" უკეთეს საფარს იმსახურებენ. "მოედანი ძალიან სრიალა იყო, ამიტომ შესვენებისას ფეხბურთელებს ვთხოვეთ, რომ ფრთხილად ყოფილიყვნენ, რათა არ მიეღოთ ტრავმა."