მილანის "ინტერი" კატალონიის "ბარსელონას" ჰოლანდიელი ჰავბეკის იბრაჰიმ აფელაის გადაბირებას შეეცდება.
კონტრაქტის მიხედვით აფელაი "ბარსელონაში" 2015 წლამდე რჩება, თუმცა მისი მომავალი კატალონიურ კლუბში კითხვნის ნიშნის ქვეშაა, რადგან კრისტიან ტელიო და ისააკ კუენკა კარგად ათამაშდნენ. ჰოლანდიელს კი ძირითადში მოხვედრის შანსები კიდევ უფრო ცოტა ექნება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ნახევარი წელი აფელაიმ ლაზარეთში გაატარა. ამის მიუხედავად, მილანელები მის გადაბირებას მაინც შეეცდებიან.