მილანის ინტერის ნახევარმცველს ფრედი გუარინს შეეძლება,რომ საბოლოოდ თავის გუნდს დაეხმაროს.
გავიხსენოთ,რომ ნერაძურიმ კოლუმბიელი პორტოდან ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ინათხოვრეს.იქიდან მოყოლებული კი ფეხბურთელმა ინტერის მაისურით ერთი თამაშიც კი ვერ ჩაატარა.ამის მიზეზი კი ტრავმა იყო.
როგორც იტალიური პრესა იტყობინება,ფრედიმ ტრავმა საბოლოოდ მოიშუშა და შეეძლება სერია ა-ს მომდევნო ტურის ცენტრალურ მატჩში იუვენტუსის წინააღმდეგ ითამაშოს.
|