ლონდონის "ჩელსის” ხელმძღვანელობა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე კატალონიის "ბარსელონას” თავკაცის – პეპ გვარდიოლას დანიშვნით დაინტერესდა. ინგლისური პრესა აქტიურად ირწმუნება, რომ "არისტოკრატთა” ამჟამინდელ დამრიგებელ ანდრე ვილაშ-ბოაშს გუნდში დიდი დღე არ უწერია. პორტუგალიელის ლონდონიდან აბარგების შესახებ ხმებმა მას შემდეგ იმატა, რაც ინგლისის პრემიერლიგის უკანასკნელ ტურში, "ჩელსი” "ვესტ ბრომვიჩთან” დამარცხდა (0:1).
თუკი ინგლისელები გვარდიოლას დათანხმებას შეძლებენ, კატალონიელი სამუშაოს ზაფხულიდან შეიცვლის, მანამდე კი, "ჩელსის” დროებით მწვრთნელად რაფაელ ბენიტესი მოიაზრება. შეგახსენებთ, რომ 41 წლის გვარდიოლას გადაბირებით სერიოზულადაა დაინტერესებული მილანის "ინტერიც”
|