პორტუს ფორვარდმა ჰალკმა განაცხადა, რომ ბრაზილიელი რონალდო მისი საყვარელი ფეხბურთელია.
"ნებისმიერი ფეხბურთელი მზად უნდა იყოს ახალი გამოწვევისთვის. ჩემი საყვარელი ჩემპიონატები ესპანეთის ლა ლიგა, იტალიის სერია A და გერმანიის ბუნდესლიგაა. აღნიშნულ ლიგებში გულშემატკივრები წარმოუდგენელ ატმოსფეროს ქმნიან”, – საუბრობს 25-წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი.
"რონალდო ყოველთვის ითვლებოდა ჩემს საყვარელ ფეხბურთელად. პატარაობაში მინდოდა, რომ მას დავმსგავსებოდი”, – დაასრულა ჰალკად წოდებულმა ფეხბურთელმა.
ცნობისთვის, ჰალკს "პორტუსთან” კონტრაქტი 2016 წელს ეწურება. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 34 მილიონ ევროს შეადგენს
|