იტალიური საინფორმაციო სააგენტო, Sky Italia იუწყება, რომ მილანის ინტერის ასეთი ცუდი თამაში უკვე პიკს აღწევს. ამაში დამნაშავე კი რა თქმა უნდა კლუბის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერია.
"რანიერი არასდროს ყოფილა ასე ახლოს გათავისუფლებასთან," - ამბობს Sky Italia. მას შემდეგ, რაც ნერაძური გუშინ, სტუმრად ბებერ ქალბატონთან დამარცხდა, ანგარიშით, 2:0 რანიერის გუნდიდან წასვლა კიდევ უფრო მიუახლოვდა რეალობას და სავარაუდოდ იტალიელი სპეციალისტი სეზონის დამთავრებამდე კლუბს დატოვებს.
მილანური კლუბის იტალიის ჩემპიონატში უკვე მე-8 ადგილზე ჩამოქვეითდა და რა თქმა უნდა ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის ყველანაირი შანსი დაკარგეს. ახლა კი ინტერის პრეზიდენტი, მასიმო მორატი გეგმავს, რომ გუნდში ლონდონის ჩელსის ყოფილი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში მოიყვანოს, რომელიც ამავე მიზეზის გამო გაათავისუფლეს კლუბიდან, მაგრამ რამდენად რეალურია ეს ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.