კრიზისში მყოფმა მილანის "ინტერმა" მორიგი უსახური მატჩი ჩაატარა, თუმცა ამჯერად წაგებას გადაურჩა.სტუმარმა სიცილიელებმა პირველი ტაიმი 0-2 მოიგეს და მეორე ტაიმშიც არაერთი მომენტი შეექნათ, მაგრამ მეტის გატანა ვერ შეძლეს. მატჩის ბოლო 20 წუთში ჯერ ფორლანმა და შემდეგ მილიტომ თითოჯერ გაიტანეს და ინტერი ზედიზედ მეექვსე წაგებას გადაარჩინეს. მატჩის ბოლო წუთებზე ჯამპაოლო პაცინიმ მიმდინარე სეზონში დამკვიდრებულ ტრადიციას არ უღალატა და გამარჯვების მომტანი საგოლე მომენტი გაანიავა.
ინტერი-კატანია 2:2 (0:2) მილანი, "ჯუზეპე მეაცა” 47000 ინტერი (4-4-2): სეზარი, ძანეტი, ლუსიო, სამუელი, ნაგატომო, ფარაონი (სნეიდერი 46), პალომბო (ობი 61), კამბიასო (პოლი 61), ფორლანი, პაცინი, მილიტო. მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი. კატანია (4-3-2-1): კარიცო, მოტა, ლეგროტალიე, სპოლი, მარკეზე, ისკო, ლოდი, ალმირონი, გომესი (ლამა 87), ბარიენტოსი (სეიმური 76), ბერგესიო (ებაგუა 69). მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა. გოლები: 0:1 გომესი (20), 0:2 ისკო (38), 1:2 ფორლანი (71), 2:2 მილიტო (80). გაფრთხილებები: სნეიდერი 75 – ისკო 35. მსაჯი: დომენიკო ჩელი. ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 12 (7)-12 (5), კუთხური: 7-3, თამაშგარე: 2-3, სეივი: 3-5, ჯარიმა: 14-16.
|