როგორც ''Tuttosport'' იტყობინება, მილანის ''ინტერი'' მზადაა ''მანჩესტერ სიტისთან'' ალექსანდრ კოლაროვის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყოს. თუმცა, ''ნერაძურის'' სერბ ფეხბურთელში ''როსონერი'' ეცილება.
აქვე იმასაც აღვნიშნავთ, რომ კოლაროვის
სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 15 მილიონ ევრომდე მერყეობს. შეგახსენებთ, რომ სერბმა მიმდინარე სეზონში ''სიტის'' შემადგენლობაში 16-ჯერ ითამაშა და 3 გოლიც მიითვალა პირად ანგარიშზე.
|