კვირა, 22.12.2024, 22:19
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » მარტი » 14 » “ინტერი” ლიგის გარეშე
14:15
“ინტერი” ლიგის გარეშე

       

 "ინტერი”-”მარსელი” 2:1
მილანი, "სან სირო” 50000‎

"ინტერი”: ჟულიო სეზარი, მაიკონი, სამუელი, ლუსიო, ნაგატომო, სტანკოვიჩი, ძანეტი, პოლი (კამბიასო 74′), სნეიდერი (ობი 58′), მილიტო, ფორლანი (პაცინი 58′).
მთავარი მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი.
"მარსელი”: მანდანდა, ასპილიკუეტა, დიავარა, ნკულუ, მორელი, დიარა, მბია, ამალფიტანო, ა. აიო (ბრაჩილიანო 90+4′), ვალბუენა (შეირუ 76′), რემი (ბრანდაო 88′).
მთავარი მწვრთნელი: დიდიე დეშამი.

გოლები: მილიტო 75′, პაცინი 90+6′ – ბრანდაო 90+2′.
გაფრთხილებები: ძანეტი, სამუელი, სტანკოვიჩი – დიავარა, მანდანდა.
გაძევება: მანდანდა 90+3′.
ბურთის ფლობა: 50%-50%; კარში დარტყმა: 7-4; კარისკენ დარტყმა: 5-4; კუთხური: 7-4; თამაშგარე: 3-0; ჯარიმა: 24-16.
მთავარი მსაჯი: პედრო გარსია პროენკა (პორტუგალია).

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის პირველ ნახევარში, "ნერაძურის” არ უმართლებდა და შეტევების გოლით დაგვირგვინებას ვერ ახერხებდა. რაც შეეხება "მარსელს”, დიდიე დეშანის გუნდისთვის მთავარი გოლის არგაშვება იყო და მათი ყურადღებაც, ძირითადად, დაცვისკენ იყო მიმართული, თუმცა ხანდახან, თავს შეტევაში გადასვლის უფლებასაც აძლევდნენ.


უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ, კლაუდიო რანიერიმ თამაშში კორექტივების შეტანა გადაწყვიტა - ვესლი სნეიდერის ნაცვლად მოედანზე ჯოელ ობი გამოჩნდა, დიეგო ფორლანი - ჯამპაოლო პაცინიმ შეცვალა. დასკვნითი ტაიმის საწყისი წუთები დაახლოებით ისევე წარიმართა, როგორც საწყისი 45 წუთი. ნელ-ნელა, "ინტერმა” თამაშის ტემპი დააგდო და ძალები უკანასკნელი წუთებისთვის შემოინახა. იტალიელებმა მიზანს 75-ე წუთზე მიაღწიეს - კუთხურის შედეგად შექმნილ არეულობაში კარგად გაერკვა დიეგო მილიტო, რომელმაც 3-4 მეტრიდან იოლად შეძლო ფრანგთა კარის აღება - 1:0.

თამაში ისე მიდიოდა, თითქოს, მატჩის დამატებით დროში გადაყვანა ორივე გუნდს აწყობდა, თუმცა, ასე არ ფიქრობდა დიდიე დეშანი… ფრანგმა სპეციალისტმა მინდორზე ბრანდაუ შეუშვა და რანიერისთან დუელიც ამით მოიგო - ბრაზილიელმა თანამემამულე ლუსიუს შეცდომით ისარგებლა და საჯარიმოს ხაზიდან ზუსტი დარტყმა შეასრულა - 1:1. ნათელი გახდა, რომ "ინტერს” ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნისგან მხოლოდ სასწაული თუ იხსნიდა, რადგან დრო თითქმის აღარ იყო დარჩენილი.

მიუხედავად ამისა, "ნერაძურის” გოლის გატანა და თამაშის მოგება მაინც შეძლო, თუმცა ეს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ იყო. "მარსელის” მეკარე სტივ მანდანდამ თავის საჯარიმოში წააქცია მეტოქე და სამართლიანი ყვითელი ბარათიც დაიმსახურა, რაც მისთვის მატჩში მე-2 იყო და მოედნის დატოვებაც მოუწია. მის ნაცვლად, კარში ჟენარო ბრასილიანო ჩადგა, მაგრამ პაცინის დარტყმის მოგერიება ვერ შეძლო - 2:1, 1/4-ფინალში "მარსელია”.
ნანახია: 568 | დაამატა: Giuseppe-Meaca | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
1 pavlena  
0
au exlac ar gaajmevineben am ranierisss magati deda movtyann gundi su chaidziraa raa morat mogityann jmodii ojaxis wevrebii sheni dedas shevecii meee

2 nerazuri  
0
igbalma umtyuna gunds rogorc chans,mara marselmac agviyola tashivit burtis flobashi,magenis sashavleba ar unda miecat..

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter