დაძაბული და საინტერესო მატჩი გაიმართა მილანში, სადაც "ინტერმა” "მარსელს” უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის პირველ ნახევარში, "ნერაძურის” არ უმართლებდა და შეტევების გოლით დაგვირგვინებას ვერ ახერხებდა. რაც შეეხება "მარსელს”, დიდიე დეშანის გუნდისთვის მთავარი გოლის არგაშვება იყო და მათი ყურადღებაც, ძირითადად, დაცვისკენ იყო მიმართული, თუმცა ბურთს მაინც აკონტროლებდნენ და არ აძლევდნენ მეტოქეს თამასის სადავეების ხელში ჩაგდების უფლებას. პირველ ტაიმში გულშემატკივრებს გოლები არ უხილავთ ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა.
მერე ტაიმში უფრო მოტივირებული ინტერი გამოვიდა, მერე ნახევარიც აქტიურად დაიწყეს, მაგრამ საწყის წუთებში ვერ მოახერხეს გატანა. კლაუდიო რანიერიმ თამაშში კორექტივების შეტანა გადაწყვიტა -ვესლი სნეიდერის ნაცვლად მოედანზე ჯოელ ობი გამოიყვანა, ხოლო დიეგო ფორლანი ჯამპაოლო პაცინიმ შეცვალა. ამის შემდეგ ინტერი უფრო გადავიდა შეტევაზე აღსანიშნავია ფლანგზე მაიკონის მრისხანე თამაში ბრაზილიელი არაფერს თმობდა. შეხვედრის ბოლო 15 წუთი ძალზედ ამარელვებელი გამოდგა. 75 წუთზე სტანდარტის შემდეგ მილიტომ ფრანგთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლადა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. შემდეგ ინტერი აგრძელებდა შეტევებს, თუმცა გატანას ვერ ახერხებდა. 88-ე წუთზე დიდიე დეშამიმ შეიზლება ითქვას ოქროს ცვლილება განახორციელა და მოედანზე რემის ნაცვლად ბრაზილიელი ბრანდაო გამოიყვანა. მასინ როცა ყველას ეგონა, რომ ევხედრა ოვერ ტაიმში გადავიდოდა მსაჯის დამატებულ მეორე წუთზე მადანდას დარტყმის შემდეგ ბურთი ინტერის მცველების სეცდომის შემდეგ ბრანდაოს მიუვიდა ამ უკანასკნელმა კი ინტერის კარი დალაშქრა და თავისი გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა. ინტერმა გაიბრძოლა მანდადამ პაცინი წააქცია საჯარიმოში და და სამართლიანი ყვითელი ბარათიც დაიმსახურა, რაც მისთვის მატჩში მე-2 იყო და მოედნის დატოვებაც მოუწია. მის ნაცვლად, კარში ჟენარო ბრასილიანო ჩადგა, პაცინიმ პენალტი კარგად შეასრულა მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა შემდეგ ეტაპზე მარსელი იასპარეზებს.
ინტერი - მარსელი 2:1
ინტერი: სეზარი, ძანეტი, ლუსიუ, მაიკონი, სამუელი, ნაგატომო, სტანკოვიჩი, სნეიდერი (ობი 58), პოლი (კამბიასო 74), ფორლანი (პაცინი 58), მილიტო.
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი
მარსელი: მანდანდა, ასპილიკუეტა, ნ’კულუ, მორელი, დიავარა, დიარა, მბია, ამალფიტანო, აიუ (ბრასილიანო 90), ვალბუენა (შეირუ 76), რემი (ბრანდაუ 88).
მწვრთნელი: დიდიე დეშანი
გოლები: 1:0 მილიტო (75), 1:1 ბრანდაუ (90), 2:1 პაცინი (90პ.)
გაფრთხილებები: ძანეტი (24), სამუელი (53), სტანკოვიჩი (90) - დიავარა (67), მანდანდა (68)
გაძევება: მანდანდა (90)
|