კვირა, 22.12.2024, 22:21
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » მარტი » 13 » "ინტერიდან" ლუსიო
20:56
"ინტერიდან" ლუსიო

ვნახოთ, ვინ არიან ცენტრალური მცველის პოზიციაზე საუკეთესოები, ევროპის წამყვანი 5 ჩემპიონატის მასშტაბით …


1) ჯორჯო კიელინი, იუვენტუსი. საშუალო შეფასება – 7.56


წელს, ჯორჯო კიელინიმ იუვენტუსის 26 თამაშიდან, 24-ში მიიღო მონაწილეობა. კიელინის უნივერსალობა არაერთხელ გამოადგა გუნდს. ამ 24 მატჩიდან ის 10-ჯერ იდგა მარცხენა მცველის პოზიციაზე, ხოლო დანარჩენ 14 შემთხვევაში დაცვის ცენტრში ითამაშა. იტალიელი მცველი საკმაოდ კარგად კითხულობს თამაშს, რაც აისახება კიდეც მის ინდივიდუალურ სტატისტიკაში. საშუალოდ 1 მატჩში, კიელინის 3 ართმევა აქვს, მასზე უკეთესი შედეგი, კონტეს გუნდში, მხოლოდ არტურო ვიდალს აქვს (4.8). ამ მხრივ მესამე პოზიციაზე ანდრეა ბარძალია, საშუალოდ 2.2 ართმევით. ამას დამატებული ისიც, რომ ჯორჯო საშუალოდ 1 მატჩში, 4-ჯერ ახერხებს მეტოქის გადაცემის ჩაჭრას და 6 სუფთა ვარდნას ასრულებს. ორივე კომპონენტში ის გუნდში საუკეთესოა. ასევე საუკეთესო შედეგი აქვს საჰაერო დუელების მოგების მხრივ, საშუალოდ 4.2. მის პარტნიორს დაცვის ცენტრში, ანდრეა ბარძალის, მხოლოდ 1.5 აქვს.
გასაკვირია, მაგრამ კიელინის მეორე საუკეთესო შედეგი აქვს პასების მხრივ. მასზე მეტ გადაცემას მხოლოდ ანდრეა პირლო აკეთებს – 80, თავად კიელინი საშუალოდ 66.1 პასის გაკეთებას ახერხებს, რომლისგანაც 86% ზუსტია.
წინ რომ წავიწიოთ, კიელინი 1 მატჩში მხოლოდ 0.4 წარმატებულ დრიბლინგს აკეთებს. კარში დარტყმების საშუალო მაჩვენებელი მხოლოდ 1-ია, თუმცა ესეც კი ორჯერ მეტია, ვიდრე იუვენტუსის მცველებს შორის მეორე საუკეთესო შედეგი, რომელსაც სტეფან ლიხტშტნაინერი ფლობს (0.5). ამის შედეგად, კიელინიმ ორი გოლი გაიტანა ამ სეზონში და ერთი საგოლე გადაცემის გაკეთებაც მოასწრო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კიელინის საშუალო შეფასება 7.56-ია. "ბიანკონერიში” მასზე უკეთესი შეფასება მხოლოდ ანდრეა პირლოს აქვს.

2) სერხიო რამოსი, მადრიდის რეალი. საშუალო შეფასება – 7.51

კიელინის მსგავსად, სერხიო რამოსმაც უკვე ორ პოზიციაზე ითამაშა ამ სეზონში და ორი მატჩი გამოტოვა მხოლოდ. ის შესანიშნავად თამაშობდა როგორც დაცვის მარჯვენა ფლანგზე, ასევე ცენტრშიც. თუმცა, ფლანგზე შედარებით უფრო მაღალი შეფასება ჰქონდა (7.53) ვიდრე ცენტრში (7.51). მაგრამ რადგან პოსტი ცენტრალურ მცველებზეა, ჩვენც მეორე შედეგით ვიხელმძღვანელოთ.
რამოსი, მარსელოსთან ერთად, მთელ "ლა ლიგაში” საუკეთესოა მეტოქის პასების ჩაჭრაში. საშუალოდ 2.6 ჩაჭრა 1 მატჩში. ბურთის ართმევაში ის შედარებით სუსტია, საშუალოდ 2.5 ართმევა. თუმცა, ეს შედეგი გუნდში მეორეა და მხოლოდ ლასანა დიარას 4.3 ართმევას ჩამორჩება. ამის საპირისპიროდ, რამოსი საუკეთესოა მეორე სართულზე ბრძოლაში. საშუალოდ ის 5.2 ორთაბრძოლას იგებს. რაც შეეხება სუფთა ვარდნებს, აქაც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აქვს "ლა ლიგაში” და საუკეთესო რეალში, საშუალოდ 4.7 ვარდნა. ბოლო ორ კომპონენტში, რამოსის შემდეგ საუკეთესო შედეგი მის პარტნიორ – პეპეს აქვს, შესაბამისად 1.2 და 4.3.
საშუალო 62.9 პასით რამოსი ხაბი ალონსოს(85.5) მერე ყველაზე მეტი გადაცემის ავტორია. აღსანიშნავია ამ პასების სიზუსტე – 88.9%. ასევე, რამოსის პლუსია გრძელი პასი, რომელსაც ის 1 თამაშში 6-ჯერ მაინც ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ რამოსი მარსელოს ჩამოუვარდება "ქი” პასებით (0.6, 1.3), მას მაინც უფრო მეტი საგოლე გადაცემა აქვს ვიდრე ბრაზილიელს (3, 2).
შეტევაში, რამოსს საშუალოდ 0.9 კარში დარტყმა აქვს. შედარებისთვის ოზილს 0.8 აქვს, თუმცა რამოსმა უკვე 3 გოლი გაიტანა, გერმანელმა კი მხოლოდ 1. დრიბლინგის მაჩვენებელიც კიელინისავით დაბალი აქვს – 0.3. ასევე, სტატისტიკა გვეუბნება, რომ რამოსისთვის ბურთის წართმევა ყველაზე რთულია, საშუალოდ 0.4 ბურთის დაკარგვა. მსგავსი შედეგი რეალში არავის აქვს. საბოლოოდ, საშუალო შეფასება 7.51 და მეორე საუკეთესო შედეგი ევროპაში.

3) ლუსიო, ინტერი. საშუალო შეფასება – 7.46


პირველივე, რაც ლუსიოს გენიალურობას ამტკიცებს, არის შემდეგი ფაქტი: იმის მიუხედავად, რომ ინტერმა 26-დან 11 მატჩი წააგო, ის მაინც საუკეთესოთა შორის მოხვდა. გასაკვირი არაა, რომ საშუალოდ 1 მატჩში ის 3.4 ართმევას აკეთებს. ყველაზე მეტს გუნდში და თითქმის, ორჯერ მეტს ვიდრე მისი პარტნიორი – ვალტერ სამუელი (1.8). ლუსიო საუკეთესოა გადაცემების ჩაჭრაშიც, საშუალოდ 4.6. კვლავ ორჯერ უკეთესი შედეგი ვიდრე სამუელს – 2.3. გასაკვირი არაა, რომ ლუსიო საუკეთესოა ვარდნებშიც. საშუალოდ 10.1 უჯარიმო ვარდნა და 3.5 მოგებული საჰაერო დუელი.
საშუალოდ, ლუსიო 38.7 პასს აკეთებს. ერთი შეხედვით ცოტაა, თუმცა არა რანიერის ინტერისთვის. გუნდში, სადაც სნეიდერია საუკეთესო სულ რაღაც 49.1 გადაცემით, ლუსიოს შედეგი არც თუ ისე ცუდია. ლუსიოს მატჩში 1.4 წარმატებული დრიბლინგი აქვს და 0.6 "ქი” პასიც. შედეგად, ამ სეზონში 1 გოლი და 1 ასისტი აქვს.
ინტერში, ტიაგო მოტას ჰქონდა საუკეთესო შეფასება – 7.61. თუმცა, მან გუნდი დატოვა და ახლა სწორედ ლუსიო არის საუკეთესო. მისი საშუალო შეფასებაა 7.46, რომელიც ინტერის სხვა ფეხბურთელებისთვის მიუღწეველი შედეგია.

4) ტიაგო სილვა, მილანი. საშუალო შეფასება – 7.40


ტიაგო სილვამაც მხოლოდ 2 თამაში გამოტოვა 26-დან. ტიაგო სილვას შესაძლებლობა, წაიკითხოს თამაში, ძალიან შთამბეჭდავია. მას ყველაზე მეტი ჩაჭრა აქვს, საშუალოდ 3.6. 1 მატჩში გაკეთებული სუფთა ვარდნის მაჩვენებელი – 7.1-ს უტოლდება და ასევე მეორე სართულზე მოგებული ორთაბძოლების მაღალი მაჩვენებელი აქვს – 3.7. აღსანიშნავია, რომ ამ სამივე კომპონენტში ის ძალიან აღემატება ალესანდრო ნესტას. იტალიელ ვეტერანს შესაბამისად 2.3, 6.4 და 0.5 აქვს.
ბრაზილიელ მცველს ბურთი ყველაზე დიდხანს აქვს ალეგრის გუნდში. საშუალოდ 1 მატჩში, ის 62.5 პასს აკეთებს და მიუხედავად იმისა, რომ აქედან 11.2 გრძელი გადაცემაა, მისი პასების სიზუსტე, მაინც, 90.7%-ს აღწევს. ეს შედეგიც საუკეთესოა მილანში.
შეტევაში, სილვას ანალოგიური შედეგი აქვს რაც რამოსს – 0.7 დარტყმა. აქვე, შესადარებლად უნდა ითქვას, რომ ნესტას მხოლოდ 0.2 აქვს. ბრაზილიელმა, მიმდინარე სეზონში, 2 გოლი გაიტანა. საგოლე გადაცემა მას ჯერ არ გაუკეთებია, რადგან საშუალოდ მატჩში 0.2 "ქი” პასს აკეთებს. ასევე დაბალი მაჩვენებელი აქვს წარმატებული დრიბლინგის მხრივაც, მხოლოდ 0.4. ტიაგო სილვას საშუალო შეფასება 7.40-ია. მილანში, მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ შემტევებეს – ზლატან იბრაჰიოვიჩს (8.17) და ანტონიო კასანოს (7.62) აქვთ.

5) უგო კამპანიარო, ნაპოლი. საშუალო შეფასება – 7.36


კამპანიარო, რომელიც დაცვის მარცხენა ნაწილში თამაშობს 3-5-2-1 წყობაში, მხოლოდ მეორეა საშუალო შეფასებით. მის წინ მხოლოდ ეზიკელ ლავეცია. კამპანიარომ უკვე 22 მატჩი ჩაატარა ამ სეზონში. გუნდში, მას საუკეთესო შედეგი აქვს ართმევების მხრივ – საშუალოდ 3.6. შედარებისთვის, მის პარტნიორებს სალვატორე არონიკას და პაოლო კანავაროს, 2.3 და 1.6 აქვთ, შესაბამისად.
ორივე კომპონენტში, გადაცემების ჩაჭრაში(3.2) და ზუსტ ვარდნებში(7.2), მეორე საუკეთესო შედეგის მაჩვენებელია. თუმცა, საერთო ჯამში კამპანიარო "ერთი-ერთზე” დუელებში საუკეთესოა. მის წინააღმდეგ წარმატებული დრიბლინგის საშუალო მაჩვენებელი, მხოლოდ 0.5-ს უტოლდება. იგივე, არონიკას და კანავაროს წინააღმდეგ კი 0.8-ს და 0.9-ს. საჰაერო დუელებშიც, არგენტინელი მცველი საუკეთესოა (1.8).
საშუალოდ, 42.6 პასი მეოთხე საუკეთესო შედეგია ნაპოლიში, მაგრამ არც თუ ისე დიდი ჩამორჩენაა მესამე ადგილოსან, გოკჰან ინლერთან (48.1). რომ განვიხილოთ შეტევაში თამაში, კამპანიარო აქაც ჯაბნის თავის პარტნიორებს დაცვაში. საშუალოდ 0.6 "ქი” პასი გაცილებით მეტია, ვიდრე არონიკას და კანავაროს 0.1. შედეგად, კამპანიაროს უკვე ორი ასისტი აქვს. არგენტინელი, საშუალოდ 0.7 წარმატებულ დრიბლინგს ასრულებს. ამ სეზონში, კარში სულ 8-ჯერ დაარტყა, თუმცა ორჯერ აუღებლად. კამპანიარო 4-ჯერ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი და ჩამოიტოვა ისეთი შემტევი ფეხბურთელი, როგორიც მარეკ ჰამშიკია. საბოლოოდ, საშუალო შეფასება 7.36 და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მცველის სტატუსი.
ნანახია: 621 | დაამატა: Giuseppe-Meaca | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
1 nerazuri  
0
kai ra kielinis deda ar vatiree,lucio da ramosi magas asi tavit jobia...

2 Giuseppe-Meaca  
0
3) ლუსიო, ინტერი. flag3 flag3

3 inter  
0
celini pervelze rogora to

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter