ინტერმა მეორე ტაიმში ორბუთიანი სხვაობის გაგვითვა მოახერხა და წაგებას გადაურჩა.
შეხვედრა აქტიუარ დაიწყო. არც ერთი გუნდი არ ერიდებოდა შეტევას. მასპინძელთა მხრიდან ფორლანი გამოირჩეოდა. იგი ხან მარჯვენა, ხან მარცხენა ფლანგიდან ცდილობდა მეტოქის კარზე იერიშის მიტანას. დიეგომ რამდენჯერმე კარშიც დაარტყა, თუმცა ლაციოს გოლკიპერი მოწოდების სიმაღლეზე იყო. კატანია სხვადასხვა სქემას იყენებდა შეტევაში და ბოლოს და ბოლოს ამან შედეგი მოიტანა. ბარიეტნოსის პასით გომესმა ისარგებლა, მოატყუა რა ნაგამოტო და შემდეგ ჟულიო სეზარსაც აჯობა.
ტაიმის მიწურული კიდევ უფრო საინტერესო გამოდგა. ისკომ სტუმართა უპირატესობა ორამდე გაზარდა.
პირველი ტაიმის მსგავსად მეორე ტაიმშიც თვალსაჩინო იყო ნერაძურის მცველთა სისუსტე და არეულობა. შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს რანიერის შეგირდებს ერთმანეთის საერთოდ არ ესმოდათ. და მაინც ჯოზეპე მეაცას მასპინძლებმა იმდენი შეძლეს, რომ წაგებული თამაშიდან ქულა მაინც მიიღეს. თავიდან დიეგო ფორლანი გაიჭრა მარცხენა ფლანგიდან და დარტყმა გადაწყვიტა. კარისოსთვის ურუგვაელის დარტყმული რთული დავალება აღმოჩნდა. ლაციოს მეკარემ ბურთი გაუშვა. ხოლო როცა თამაშის დასრულებამდე 10 წუთი რჩებოდა, კატანიას მცველებმა უმეთვალყურეოდ დატოვეს საჯარიმოში მყოფი დიეგო მილიტო. არგენტინელს არ გასჭირვებია და უძლიერესი დარტმით ე.წ "შტანგა-გოლი" გაიტანა. დარჩენილ დროში ორივე გუნდი ცდილობდა. ორივე მათგანს სურდა სამი ქული აღება, მაგრამ შედეგი არ შეცვლილა.
|