შესაძლოა, "მიუნხენგლადბახისა” და დორტმუნდის "ბორუსიას” ნახევარმცველებმა, მარკო როისმა და ივან პერიშიჩმა, კარიერა იტალიის ჩემპიონატში გააგრძელონ. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მილანის "ინტერი” ხსენებული ფეხბურთელებით სერიოზულად არის დაინტერესებული – დიდი შანსია, პერიშიჩი და როისი უახლოეს მომავალში "ნერაძურის” რიგებში ვიხილოთ.
მარკო როისი ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში არაჩვეულებრივად ასპარეზობს – მის ანგარიშზე 12 მატჩში, 7 გატანილი ბურთი და 3 შედეგიანი გადაცემაა. პერიშიჩს კი თავის გუნდში (ყველა ტურნირზე) სულ რაღაც 4 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე – 1 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემაა.
|