უდინეზეს ერთ-ერთმა ლიდერმა მაურიციო ისლამ განაცხადა, რომ მისი ოცნება ევროპის რომელიმე გრანდში თამაშია.
"უარს არ ვიტყოდი სხვა კლუბში გადასვლაზე. უდინეზეში უკვე მეხუთე სეზონს ვატარებ. ვფიქრობ, დროა წავიდე”-განაცხადა ისლამ.
ჩილელი ნახევარმცველის შეძენის მთავარ პრეტენდენტად მილანის ინტერი გვევლინება. სავარაუდოდ ნერაძურის ამ ტრანსფერის განხორციელება აუცილებლად დასჭირდება რადგან დიდი შანსია, რომ მომდევნო ზაფხულს გუდნი მაიკონმა დატოვოს.
|