'ინტერის'' დირექტორმა მარკო ბრანკამ გამოაშკარავა, რომ ისინი ''უდინეზეს'' ნახევარმცველით მაურისიო ისლათი დაინტერესდნენ.
''ისლა ძალიან საინტერესო ფეხბურთელია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია უმაღლეს დონეზე თამაშობს სერია ა-ში.ის ერთ-ერთი ფეხბურთელია, რომელთა დამატებასაც ვაპირებთ მომავალი სეზონისთვის, მაგრამ ჯერ უდინეზესთან არავითარი კავშირი არ დაგვიმყარებია ამ საკითხზე''.
''ინტერს'' ისლას დამატება გაუჭირდება, ჩილელი ფეხბურთელის აგენტმა იანვარში განაცხადა, რომ მისი კლიენტით ''იუვენტუსი'', ''რომა'' და ''ლივერპულიც'' ინტერესდებიან.
ისლა ''უდინეზეში'' 2007 წელს ''უნივერსიდად კატოლიკადან'' გადავიდა, ის სეზონის დარჩენილ ნაწილს მუხლის ტრავმის გამო გამოტოვებს.