ბოლო წლის განმავლობაში იტალიური საფეხბურთო კლუბების ვალი კიდევ უფრო გაიზარდა და 2,6 მილიარდ ევროს მიაღწია. ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა Football Italia იუწყება. ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, 107 კლუბიდან მხოლოდ 19 აღმოჩნდა მომგებიანი. 2010/2011 წლების სეზონში კლუბების ვალი 80 მილიონი ევროთი გაზარდა და 428 მილიონი ევრო გახდა. ამასთანავე, იტალიური კლუბების შემოსავალი 1,2 პროცენტით შემცირდა და 2,5 მილიარდ ევროს მიაღწია. აპენინის ნახევარკუნძულის გუნდების გასავალმა 2,9 მილიარდ ევროს მიაღწია, რაც 1,5 პროცენტით მეტია ვიდრე გასულ სეზონში იყო.