იტალიაში, ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებული საუბრები არ წყდება. 2006 წელს სამაგალითოდ დასჯილი "იუვენტუსი” "ინტერს” გარიგებულ მატჩებში მონაწილეობაში სდებს ბრალს და UEFA-სგან მილანელთა ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთას ითხოვს. 2006 წლის "კალჩოპოლის” დეტალების გამოკვლევა და ახალი მტკიცებულებების სააშკარაოზე გამოტანა კვლავ გრძელდება. ბოლო დროს გაჩნდა ეჭვი, რომ მატჩების ჩაწყობაში მონაწილეობას ღებულობდა მილანის "ინტერიც”, რომელმაც 5 წლის წინათ დატრიალებული მოვლენებით ყველაზე მეტად ისარგებლა.
სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან "ინტერის” დაინტერესება ყურადღების მიღმა არ დარჩენია "იუვენტუსს”, რომელიც UEFA-ს მილანური კლუბის ევროტურნირებიდან მოკვეთას სთხოვს. თუტტოსპორტ-ის ცნობით, ტურინელებმა ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს ოფიციალური მოთხოვნა უკვე
|