მთავარი » 2012»მარტი»26 » იუვენტუსი - ინტერი: მატჩის შემდგომ კომენტარები
20:13
იუვენტუსი - ინტერი: მატჩის შემდგომ კომენტარები
გუშინ სერია A-ს ცენტრალურ მატჩში იუვენტუსმა ინტერს უმასპინძლა და "იუვენტუს არენაზე" 2:0 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში 57-ე წუთზე მარტინ კასერესმა გახსნა, 71-ე ზე კი ორამდე დელ პიერომ გაზარდა.
შეგახსენებთ, რომ ეს დელ პიეროს მესამე გოლი იყო მიმდინარე სეზონში და მან ეს სამი გოლი რომას, მილანს და ინტერს გაუტანა.
კლაუდიო რანიერი:
"აშკარაა, რომ პირველმა გოლმა გადაწყვიტა მატჩის ბედი."
"სანამ კასერესი ანგარიშს გახსნიდა ჩვენ უამრავ მომენტს ვქმნიდით იუვენტუსის კართან, თუმცა ჯანლუიჯი ბუფონმა ყველა მოიგერია. იტალიელ მეკარეზე დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ იგი სუპერია."
"იმედგაცრუებული ვარ, რადგან ეს დიდებული მატჩი წავაგეთ. იუვენტუსი ნამდვილად იმსახურებდა დღეს გამარჯვებას. მათ შესანიშნავად ითამაშეს იუვენტუს არენაზე."
"რა თქმა უნდა დღეს, რომ მოგვეგო დიდი სტიმული გვექნებოდა იმის, რომ სამეულში შევსულიყავით. ლაციოსთან სხვაობა 10 ქულაა, თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ დათმობას. ინტერი ბოლომდე იბრძოლებს ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად." - განაცხადა რანიერიმ პრესკონფერენციაზე.
ხავიერ ძანეტი:
"ახლა მხოლოდ ის შემიძლია, რომ იუვენტუსს გამარჯვება მივულოცო. ეს ფეხბურთელები ტურინული კლუბის მომავლები არიან. მათ გუშინ შესანიშნავი ხასიათი გამოავლინეს და მოიგეს მატჩი."
"ახლა შემდეგი კვირის მატჩებზე უნდა ვიფიქროთ. უნდა ვეცადოთ, რომ ყოველი მატჩი შეძლებისდაგვარად ჩავატაროთ და ჩვენი საუკეთესო ფორმა გამოვავლინოთ. ინტერს ნამდვილად ცუდი სეზონი აქვს წელს." - დაასრულა ძანეტიმ.
ანტონიო კონტე:
"პირველ ტაიმში ინტერი კარგად გამოყურებოდა და მათი ფორვარდები პრობლემებს გვიქმნიდნენ."
"შესვენებაზე ტაქტიკა შევცვალე და დაცვაში 3 ფეხბურთელი დავაყენე. დანამადვილებით არ ვიცი, ზუსტად ამან მოგვაგებინა თუ არა მატჩი, მაგრამ აშკარაა, რომ ეს ტაქტიკა გუნდს დაეხმარა."
"გუშინ ჩვენი მოწინააღმდეგე სერია A-ს ერთ-ერთი დიდებული გუნდი იყო, რომელიც ცხრილში არ იმყოფება სახარბიელო ადგილზე. აშკარაა, რომ მათ ჰაერივით ჭირდებათ ქულების დაგროვება."
"დელ პიერო ამ მომენტისთვის შესანიშნავ ფორმაშია. იტალიელმა ფორვარდმა დღესაც და მილანთან მატჩშიც გადამწყვეტი როლი ითამაშა გამარჯვებაში. ალესანდროს გამოცდილება ეხმარება გუნდს." - აცხადებს კონტე.
ჯანლუიჯი ბუფონი:
"ინტერთან შეხვედრა ყოველთვის განსაკუთრებულია. ეს ტრადიციული მატჩია." - აცხადებს იტალიელი მეკარე.
"დღეს ინტერმა 60 წუთი შესანიშნავად ჩაატარა, თუმცა შემდეგ იუვენტუსმა იპყრო ხელთ უპირატესობა და საბოლოოდ 2 გოლის გატანაც მოვახერხეთ."
"დელ პიერო ? იგი იმსახურებდა ამ ყველაფერს. მან უკანასკნელ კვირაში ხალხს თავისი პროფესიონალიზმი დაანახა. ახლა ალესანდრო ბევრად უფრო მონდომებულია.