"ლილის” ინგლისელი ნახევარმცველი ჯო კოული თავის თანაკლუბელ ედინ აზარს უეინ რუნისა და ლიონელ მესის ადარებს.
აზარს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. მის მიმართ ევროპის წამყვანი კლუბები იჩენენ ინტერესს, მას რიგ-რიგობით უძღვნიან კომპლიმენტებს ფეხბურთის სპეციალისტები.
აზარის მიმართ თავისი სიმპათიები 30-წლის ჯო კოულმაც დააფიქსირა.
"აზარი უმაღლესი დონის თამაშით გამოირჩევა. იგი ჯერ მხოლოდ 21 წლისაა და კიდევ უფრო განვითარდება. ის სრულიად უშიშარია, ზუსტად ასეთი იყო უეინ რუნი ედინის ამჟამინდელ ასაკში”, – კოულის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.
"ის მესის მაგონებს. არსებობს მხოლოდ ერთი მესი და არ მინდა ახალგაზრდა ედინი წნეხის ქვეშ მოვაქციო, თუმცა მასსა და არგენტინელს შორის რაღაც მსაგვსება მართლაც შეინიშნება. აზარი კიდევ გაიზრდება, მას ძლიერი ფეხები აქვს, კარგად გრძნობს ბურთს და მასთან ურთიერთობაც იცის”, – დაამატა ჯომ.
21-წლის ბელგიელი ნახევარმცველით მთელი რიგი ევროპული გრანდები არიან დაინტერესებულნი: "არსენალი”, "მანჩესტერ სიტი”, "ინტერი”, "იუვენტუსი”, "ბარსელონა”, "რეალი” და კიდევ სხვა კლუბები. აზარს "ლილთან” კონტრაქტი 2015 წელს ეწურება.
სხვათა შორის, აზარს 21 წელი გუშინ შეუსრულდა.
|