"პარმას” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დონადონიმ კლუბის ნახევარმცველი სებასტიან ჯოვინკო შეაქო.
მიმდინარე სეზონში 25-წლის ფეხბურთელს 19 ჩატარებულ მატჩში ცხრა გოლი აქვს მითვლილი.
დონადონი დარწმუნებულია, რომ ჯოვინკოს დიდი მომავალი აქვს.
"სებასტიანი დიდ გუნდში გადასასვლელად მზადაა. ის ძოლას მაგონებს და ვიმედოვნებ, რომ ჯოვინკოც ისეთი ბრწყინვალე მოთამაშე იქნება, როგორც ჯანფრანკო იყო”, – აღნიშნა დონადონიმ.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი ნახევრად ტურინის "იუვენტუსს” ეკუთვნის.