"შეძრული ვარ იმ თბილი სიტყვებით და მხარდაჭერით,რაც ვიგრძენი გასულ დღეებში! ყველას უღრმესი მადლობა,ვინც ამ პერიოდში მხარში დამიდგა და გამამახნევა! კვირა საღამოს სან სიროზე ძალიან ემოციურად გამოვხატე ჩემი განცდა,მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო,რადგან "ინტერი” ჩემი სახლია,ჩემი სამსახურია და ძნელია,როცა ასეთი რთული დროება გვიდგას!
ვინც მე მიცნობს იცის,რას ვგრძნობდი და რას ვგრძნობ. მათ იციან,რამდენი ვიშრომე ჩემი ცხოვრების განმავლობაში,რომ ის ადგილი დამემსახურებინა,სადაც ახლა ვარ. ყოველთვის გუნდის ინტერესებს პირად ინტერესებზე მაღლა ვაყენებდი და დავაყენებ. ბოლო პერიდოში ბევრი კრიტიკული ფრაზა იყო ჩემდამი მომართული და არ მეშინია იმის აღიარების,რომ ხალხს შეუძლიათ თქვან ჩემზე,რომ აღარ ვარ შეუცვლელი.
|