ინგლისის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა – ფაბიო კაპელომ იტალიურ ფეხბურთზე ისაუბრა.
"მიყვარს ნაკრებში მუშაობა. მე შემიძლია ვიყო კლუბის დამრიგებელი, მაგრამ არა იტალიური კლუბის. სერია ა-ში არ დავბრუნდები.
ვფიქრობ "მილანსა" და "იუვენტუსს" შორის კონკურენცია სეზონის ბოლომდე გაგრძელდება, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობა გავლენას მოახდენს "შავ-წითლებზე". მეოთხედფინალური მატჩები გადამწყვეტი იქნება "მილანისთვის", მგონია, რომ ტურნირს "რეალი" ან "ბარსელონა" მოიგებს.
სხვათა შორის, ერთ დროს კატალონიური კლუბის თავდამსხმელი ლიონელ მესი შეიძლება "იუვენტუსში" აღმოჩენილიყო, როდესაც ის 16 წლის იყო. მას პრობლემები ჰქონდა კონტრაქტთან დაკავშირებით ესპანეთში, მე ფრენკ რაიკაარდს ვკითხე, თუ გამოუშვებდნენ ჩვენთან მესის, მაგრამ პასუხად უარი მივიღე.
არ შევადარებ მესის და მარადონას. მარადონა საკუთარ ერაში ლიდერი იყო, საკუთარი იდეოლოგიით, ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობთ სხვადასხვა ერაზე.
იტალიის ჩემპიონატი ჩამორჩება სხვა დანარჩენს, მას შემდეგ რაც 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოედნებში დაიხარჯა ძალიან ბევრი ფული, ინფრასტრუქტურა დარჩა 20 წლის წინანდელი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ იტალიაში ფეხბურთს უღიმღამოდ თამაშობენ, მაგრამ თუ არაფერი შეიცვლება ჩვენ იტალიაში ვერ დავინახავთ რონალდოს და მესის."
|