ლუკ კასტაიგნოსი
დაიბარეს ჰოლანდიის U-20 ახალგაზრდული გუნდის ამხანაგური მატჩში, რომელიც
"ნარინჯისფრების" სასარგებლოდ დასრულდა. კასტაიგნოსმა 70 წუთი დაჰყო მოედანზე, გოლის გატანასთანაც ახლოს იყო მაგრამ სამწუხაროდ ბურთი ძელს მოხვდა.
ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, ვიგრძენი, რომ ეს იყო სწორი არჩევანი და დავტოვე "ფეინოორდი", მე ამ ნაბიჯს სწორად ვთვლი და სულაც არ ვნანობ. ჩემს ირგვლივ არიან შესანიშნავი ფეხბურთელები, მე ამით ძალიან დიდ გამოცდილებას ვიღებ, მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან ცოტა დრო მეძლევა სათამაშოდ. ყველა ფეხბურთელი ოცნებობს შეუერთდეს ისეთ კლუბს როგორიც "ინტერია"- დაასრულა ლუკ კასტაიგნოსმა.
შეგახსენებთ, რომ მან ამ სეზონში "ინტერის" მაისურით 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო
|