ჯიორჯიო კიელინის თქმით, მიუხედავად სატურნირო მდგომარეობისა, "იუვენტუსის” უმთავრესი მეტოქე მილანის "ინტერია”. იტალიელ მცველსა და მის გუნდს "ნერიაძურებთან” საკუთარი ანგარიშები აქვთ: ” რანიერი? ტურინში მუშაობის პერიოდში, მისგან ბევრი რამ ვისწავლე. დიახ, ამ შეხვედრას მედიისგან არც ისე დიდი გამოხმაურება აქვს, თუმცა "ინტერი” ჩვენი უმთავრესი მოწინააღმდეგეა და ამაზე მთელი კვირაა ძალიან ბევრს ვსაუბრობთ. წელს მილანელები რთულ პერიოდს გადიან. ყველანი ვგრძნობთ, რომ სტუმრებზე უკეთეს ფორმაში ვიმყოფებით. იმედია, ეს სეზონი "იუვენტუსისთვის” ახალი ერას დასაწყისი იქნება. ” -აცხადებს კიელინი.