ნაპოლი რუმინელი მცველის კრისტიან კივუსა და ინტერს შორის მოვლენების განვითარებას თვალს ყურადღებით ადევნებს.
საქმე იმაში გახლავთ, რომ ამ სეზონის ბოლოს კივუს კონტრაქტი ეწურება. ნერაძური კი ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ ჩქარობს. თუკი ყველაფერი ასეც წავა მაშინ კრისტიანი თავისუფალი აგენტი გახდება და მისი ყიდვა ნებმისერმი კლუბს ძალიან ხელსაყრელ ფასად შეეძლება.
როგორც Corriere dello Sport იტყობინება რუმინელის მსურველების რიგში პირველი ნაპოლია.
ჯერ-ჯერობით ეს მხოლოდ იტალიელი ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციაა და ნეაპოლელებს კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმრა როგორც ხშირად ხდება ხოლმე ეს ამბავიც მალე შეიძლება რეალობად იქცეს.
|