სანამ ხოსეპ გვარდიოლას "ბარსელონასთან" კონტრაქტი გაუხანგრძლივებია, მის მომავალზე ათას რამეს ამბობენ. ცოტა ხნის წინ სპეციალისტი მილანის "ინტერსაც" დაუკავშირეს.
და აი, ახლახან იტალიელ ჟურნალისტებს გვარდიოლასთვის კითხვის დასმის შანსი მიეცათ თუ არა, უმალ ჰკითხეს ახლო მომავალში "ინტერის" გაწვრთნის შესაძლებლობის შესახებ.
პეპმა შეკითხვას ორაზროვანი პასუხი გასცა - ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო.
"ინტერი"? ამის შესახებ ჯერ არაფერი ვიცი და აჯობებს, თუ გავჩუმდები. ყველაფერი ის, რასაც ჩემზე ამბობთ და გაზეთებში წერთ, ჩემ მომავალს არ უკავშირდება", - თქვა გვარდიოლამ, რომელმაც "ბარსელონასთან" კონტრაქტი, სავარაუდოდ, მომავლ კვირაში უნდა გაახანგრძლივოს.
|