მილანის ინტერის მცველმა ლუსიომ მოუწონა "ნერიაძურის" ხელმძღვანელობას სან პაულუს გამთამაშებლის ლუკას შეძენის იდეა.
33-წლის ბრაზილიელის აზრით, ლუკასი უფრო დიდ ფეხბურთელად ჩამოყალიბდება ვიდრე ნეიმარი.
ორივე ახალგაზრდა ფეხბურთელი "სელესაოს" მთავარ იმედებათ ითვლებიან. მათზე არაერთი ევროპული გუნდი ნადირობს, მათ შორის ინტერიცაა, რომელიც ლუკასზეა გადართული.
Il Corriere dello Sport-თან საუბარში ლუსიომ სწორედ სან პაულუს ლიდერზე ისაუბრა:
"მე ძალიან კარგად ვიცნობ ლუკასს, ის შესანიშნავი ადამიანია. მას აქვს ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ გახდეს დიდი ფეხბურთელი."
"მას არ სჭირდება ამისთვის პიარი, ლუკასი უბრალოდ თავის საქმეს აკეთებს. იმედია მას აუცილებლად ვიხილავთ შავ-ლურჯ მაისურში. ლუკასი უკვე ჯობია ნეიმარს და ევროპაში გადმოსვლით კიდევ არაერთ მის თანატოლს გაასწრებს როგორც ფეხბურთელი."-განაცხადა მსოფლიო ჩემპიონმა მცველმა.
|