მილანის "ინტერის” მარჯვენაფლანგელის, დუგლას მაიკონის "მარსელთან” ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის განმეორებით მატჩში თამაში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. Sky Italia-ს ცნობით, 30 წლის ბრაზილიელი "კიევოსთან” პარასკევს გამართულ შეხვედრაში (2:0) დაშავდა. "ნერაძურის” ექიმები საბოლოო დასკვნისგან თავს იკავებენ, მაგრამ ვარაუდობენ, რომ მცველს ფრანგებთან მატჩის გამოტოვება მოუწევს. შესაძლოა, მაიკონმა თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყოს.
შეგახსენებთ, რომ იტალიელები საფრანგეთში გამართულ პირველ 1/8-ფინალურ მატჩში მინიმალური ანგარიშით – 0:1 დამარცხდნენ. განმეორებითი დაპირისპირება სამშაბათს, "ჯუზეპე მეაცაზე” გაიმართება.
|