"მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ კიდევ ერთხელ მიიქცია ყურადღება.
როგორც მოგეხსებათ, მილნის "ინტერის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანდრეა სტრამაჩონი დაინიშნა. "ქალაქელთა” თავკაცმა რობერტო მანჩინიმ ბალოტელის მილანში ჩასვლის ნება დართო. გეცოდინებათ, სუპერ-მარიო იტალიაშიც არაორდინალური საქციელი ჩაიდინა, როცა "ნერიაძურის” პრესკონფერენციაზე გამარჯობის სათმელად შეიჭრა.
ბალოტელიმ მანჩესტერში დაბრუნების შემდეგ, "სიტის” ვარჯიშზე დააგვიანა, რის გამოც დამსახურებული საყვედურიც მიიღო. ამის შემდეგ მარიო საწვრთნელ პროცესზე უხასიათოდ მოქმედებდა, რამაც მანჩინი გააღიზიანა და ბალოტელი ვარჯიშიდან გააგდო.
|