კვირა, 22.12.2024, 22:36
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » მარტი » 27 » მაროტა“მკაცრი და უკომპრომისო”
16:11
მაროტა“მკაცრი და უკომპრომისო”
ტურინის "იუვენტუსის” გენარალური დირექტორი – ჯუზეპე მაროტა აცხადებს, რომ კლუბის პოზიცია კალჩიოპოლისთან დაკავშირებით რჩება . როგორც იცით, გუშინ "იტალიის დერბად” შერაცხულ მატჩში "იუვენტუსმა” თავისი ისტორიული მეტოქე – "ინტერი” დაამარცხაა ანგარიშით 2:0. თუმცა მატჩის დაწყებამდე ერთი დიდი სანახაობა ტრიბუნებზე ტურინელმა გულშემატკივარმა მოაწყო, რომელიც ცხადყოფდა რომ ტურინში კალჩიოპოლი ჯერ კიდევ არ დავიწყებიათ. "იუვენტუს სტედიუმის” ტრიბუნებზე გამოსახეს 29 სკუდეტო , მაშინ როცა კალჩიოპოლის შედეგად გუნდს ოფიციალურად 27 სკუდეტო ეთვლება. სტადიონზე იყო ერთი მნიშვნელოვანი ბანერიც, რომელზეც ეწერა შემდეგი შინაარსის ტექსტი: "ის რაც ჩვენ მინდორზე ბრძოლით მოვიპოვეთ, სასამართლოს მიერ თქვენ გადმოგეცათ”. როგორც ცნობილია "იუვენტუსს” ჩამოერთვა 2004-05 წლის სეზონის და 2005-06 წლის სეზონის სკუდეტოები, უკანასკნელი კი საერთოდ "ინტერს” გადაეცა კალჩიოპოლის მაქინაციების შედეგად…

"ჩვენი პოზიცია კალჩიოპოლის საკითხებთან დაკავშირებით რჩება მკაცრი და უკომპრომისო. 29 საჩემპიონო ტიტულის მფლობელები ვართ, რომელიც მინდორზე მოვიპოვეთ. ამის შესახებ სტადიონის გასახდელის შესასვლელთნაც კი წერია. უბრალოდ გვინდა, რომ ჩვენი უფლებები დააფასონ. ჩვენი პასუხია გამარჯვებები მინდორზე და ჩვენი კაპიტნები ზეცისკენ ღმართავდნენ იმ თასებს, რომლებსაც ისინი მინდორზე კანონიერად იგებდნენ" – განაცხადა მატჩის დაწყებამდე Sky Sport Italia-სთან ინტერვიუში ჯუზეპე მაროტამ.
ნანახია: 590 | დაამატა: Giuseppe-Meaca | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
1 nerazuri  
0
idi naxuit raa,mase iyo sachiro da masec moxda

2 Giuseppe-Meaca  
0
::::დდდ

3 interelia  
0
marota shen romeli skudeto moige she ojax motynulo? juves ki chaden danashaulze azgvevines she putankav ban antiyuve

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter