მთავარი » 2012»მარტი»25 » მასიმო მორატო: "ჩემი ფეხბურთელებისგან რაღაც ექსტრაორდინალურს ველი"
17:12
მასიმო მორატო: "ჩემი ფეხბურთელებისგან რაღაც ექსტრაორდინალურს ველი"
"მილანის "ინტერის” პრეზიდენტი – მასიმო მორატი აღიარებს, რომ "იუვენტუსის” წინააღმდეგ მატჩი, მაინც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია მისი გუნდისათვის, მიუხედავად იმისა, რომ "ნერაძური” უკვე აღარ იბრძვის სკუდეტოსათვის. იტალიის ნავთობის მაგნატი აცხადებს, რომ არსებობს დაპირისპირების სხვადასხვა საფუძველი ამ ორ გუნდს შორის, რაც კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანს და ფასეულს ხდის მატჩს.
"სატურნირო ცხრილის მიუხედავად, "იუვენტუსის” წინააღმდეგ მატჩი ყოველთვის რჩება ყველაზე უფრო მთავარ შეხვედრად სეზონში. ასეთივე დამოკიდებულება, როგორიც მე მაქვს ამ მატჩის მიმართ, გააჩნია მთელს ჩემს გუნდს. გარდა ამისა, არსებობს როგორც პოლიტიკური ასევე სხვა კონკრეტული მიზეზები, რომლებიც ყველასთვის ისედაც ნათელია და რომელიც უფრო მეტად მნიშვნელოვანს ხდის ამ მატჩს. ჩემი ფეხბურთელებისგან რაღაც ექსტრაორდინალურს ველი. მოვიდა დრო, რომ "ინტერმა” სიამაყე დაიბრუნოს. ჩვენ მაქსიმუმი უნდა მივიღოთ დარჩენილი ათი შეხვედრიდან, და ეს ყველაფერი უნდა დავიწყოთ სწორედ "იუვენტუსთან” მატჩით. გამოფხიზლების დროა” – განაცხადა მასიმო მორატიმ.