მილანის "ინტერის პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ მთავარი მწვრთნელის, კლაუდიო რანიერის შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
"წარმომიდგენია, რა რთულია რანიერისთვის ყოველ დილას გაზეთების გადაშლა და კითხვა, რომ მე სხვა მწვრთნელებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებ.
მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს სინამდვილეს არ შეესაბამება.
კლაუდიოს ბოლომდე ვენდობი, ის დიდი პროფესიონალია. დარწმუნებული ვარ, რომ საქმეს გამოასწორებს.
წინ "კიევოსა" და "მარსელთან" უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებები გველის. ვალდებულნი ვართ ეს შეხვედრები მოვიგოთ", -თქვა მორატიმ.
|