მილანის "ინტერის” პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ კლუბის მთავარ მწვრთნელს, კლაუდიო რანიერის სრული ნდობა გამოუცხადა. ამის შესახებ კომენტარი თავად მორატიმ გააკეთა. "მინდა მივმართო პრესის წარმომადგენლებს. ნუ იღელვებთ და ნურც ჭორების მოგონებას შეეცდებით. მე ვესაუბრე რანიერის და შემიძლია დაგამშვიდოთ, ის გუნდში რჩება და თავის საქმეს გააგრძელებს”- განაცხადა მორატიმ.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს 25 ტურის შემდეგ, "ინტერი” მე-7 ადგილზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის.
|