ინტერის ყოფილი ფეხბურთელი მარკო მატერაცი ბუფონის მიმართ მხარდაჭერას გამოთქვამს. "მილანთან” შეხვედრაში მუნტარის დარტყმულის ხაზის გარეთ გადმოტანის გამო იტალიის ნაკრების პირველ ნომერს მატერაცის აზრით, გადამეტებულად აკრიტიკებენ: ” მე ჯიჯის გვერდით ვარ. მისი მესმის, რადგან ვიცნობ მას. თქვა, რასაც ფიქრობდა და ყოჩაღ მას ამისთვის, მის მხარეს ვარ. როცა შარშან რობინიომ ვერონაში გოლი ხელით გაიტანა ამხელა ხმაური არ ამტყდარა, ახლა კი მთელი მსოფლიო ბუფონზე საუბრობს. ვფიქრობ, აქ სულ სხვა რაღაც ხდება… და მას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს... ” -აცხადებს მატერაცი.
|