მილანის "ინტერის” ყოფილი და მადრიდის "რეალის” მიმდინარე მწვრთნელი ჟოზე მაურინიო ნერაძურების შედეგებით უკმაყოფილოა. "მე საშინლად არ მომწონს ყველაფერი ის რაც ახლა "ინტერის” თავს ხდება. ალბათ ყველამ იცის როგორ ვგულშემატკივრობ ჩემს ყოფილ კლუბებს, ფეხბურთელებს, პრეზიდენტებსა და მწვრთნელებს.
მილანელებს უფრო მეტი შეუძლიათ და მე დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო მატჩში ყველაფერი გამოსწორდება, მიუხედავად წინა ტურების არც თუ ისე სახარბიელო შედეგებისა”.
|