მთავარი » 2012»მარტი»29 » მაურინიო “ინტერს” ურჩევს: “არ გინდათ ვილაშ-ბოაში”
22:29
მაურინიო “ინტერს” ურჩევს: “არ გინდათ ვილაშ-ბოაში”
ჟოზე მაურინიოს მადრიდის "რეალში” გადაბარგების შემდეგ, მილანის "ინტერის” პრეზიდენტი მასიმო მორატი პორტუგალიელ სპეციალისტთან მშვენიერ ურთიერთობას მაინც ინარჩუნებს და მრავალ საკითხზე მას რჩევასაც ეკითხება.
"მორატი მაურინიოს რეგულარულად ურეკავს და ერთად "ინტერის” სხვადასხვა თემებს განიხილავენ. დონ მასიმომ "სამეფო კლუბის” დამრიგებელს აზრი ანდრე ვილაშ-ბოაშზე დაეკითხა. მაურინიო დარწმუნებულია იმაში, რომ ვილაშ-ბოაში "ინტერს” ამ დროისთვის არ გამოადგება”, – აცხადებს "ნერიაძურის” ინკოგნიტო წყარო.
"ინტერის” ხელმძღვანელები "ჩელსის” პერსონალსაც დაუკავშირდნენ იმის გასარკვევად, თუ როგორ მუშაობს ვილაშ-ბოაში ფეხბურთელებთან, განსაკუთრებით კი მილანური კლუბის უფროსობას პორტუგალიელი სპეციალისტის ვეტერანი მოთამაშეებისადმი დამოკიდებულება აინტერესებდათ. მათ სურთ, რომ ხავიერ ძანეტისა და დიეგო მილიტოს გუნდში პრობლემები არ შეექმნათ”, – დაასრულა ანონიმურმა წყარომ.