პორტუგალიური "ბენფიკას" თავდამსხმელმა, როდრიგო მორენომ შესაძლოა თავისი საფეხბურთო კარიერა "სერია ა" -ში გააგრძელოს - იტყობინება "Futebol365.pt". როგორც გაზეთები გვაუწყებენ ფეხბურთელის შეძენით "მილანი" და "ინტერი" არიან დაინტერესებულნი.
აღსანიშნავია ას ფაქტიც, რომ მორენოზე უარს არც "რეალ მადრიდი" ამბობს. ფეხბურთელმა ამ სეზონში უკვე 14 გოლის გატანა მოახერხა და ბევრი გუნდისგან ყურადღებაც მიიპყრო. მორენოს სატრანსფერო ღირებულება 7 მილიონ ევროს შეადგენს - ინფორმაციას გვაწვდის "soccer.ru"
|