მილანის „ინტერის" არგენტინელმა თავდამსხმელმა დიეგო მილიტომ თერთმეტმეტრიანი ზედიზედ მე-2 თამაშში გააცუდა. თუ წინა ტურში, მილანელებმა მეტოქე მაინც დაამარცხეს, ამჯერად, მილიტოს უზუსტობა „ნერაძურის" ძვირად დაუჯდა.
„ატალანტასთან" გამართულ საშინაო შეხვედრაში, მილიტოს 11 მეტრიდან თავის გამოჩენის შანსი 23-ე წუთზე მიეცა, მაგრამ მილანელთა 22-ე ნომერს კონსილიმ აჯობა. მატჩის დარჩენილ ნაწილში, რანიერის შეგირდებს გოლის გატანის შანსი კიდევ არაერთხელ მიეცათ, მაგრამ ბერგამოელთა კიპერს ვერც მილიტოს თანაგუნდელებმა მოუხერხეს რამე.
|