დიეგო მილიტო "იუვენტუსსა” და "ინტერს” შორის გასამართ მომავალ დაპირისპირებაზე საუბრობს. არგენტინელი მისთვის უსიამოვნო ტრადიციის დარღვევას სწორედ კვირას გეგმავს. ფორვარდს "ბებერი ქალბატონის” კარი ჯერ არასდროს აუღია: " "იუვეს” წინააღმდეგ არასოდეს გამიტანია და კვირას ამ ტაბუს დასამსხვრევად ყველაფერს გავაკეთებ. თუ თერთმეტმეტრიანი დაინიშნება, ბურთთან მე მივალ. "იუვენტუსთან” დაპირისპირება დიდი მნიშვნელობისაა და, როგორც სატურნირო, ისე მორალური კუთხით, ძალიან ბევრს მოგვცემს. ” -აცხადებს მილიტო. შეგახსენებთ, თავის თამაშს გუნდები კვირას, 22:45 საათზე ითამაშებენ.