კვირა, 22.12.2024, 23:15
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » მარტი » 23 » მორატი: “იუვენტუსის” დამარცხებამ, შესაძლოა, სეზონი გადაარჩინოს”
19:23
მორატი: “იუვენტუსის” დამარცხებამ, შესაძლოა, სეზონი გადაარჩინოს”
მას შემდეგ, რაც მილანის "ინტერის” პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ, "ატალანტასთან” ფრედ დასრულებულ შეხვედრას ბოლომდე არ უყურა და საკუთარი ადგილი ვადაზე ადრე, სასწრაფოდ დატოვა, გაჩნდა ეჭვი, რომ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან მოხსნის გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო და ამის შესახებ სულ მალე ყველა შეიტყობდა.
თუმცა, იტალიური პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.
- რატომ დატოვეთ სტადიონი მატჩის დასრულებამდე?
- ეს სულაც არ იყო "სან სიროდან” გაქცევა. მე მაშინ წავედი, როდესაც მატჩის დასრულებამდე დრო თითქმის აღარ რჩებოდა. მიუხედავად ამისა, მინდა გითხრათ, რომ შესვენებისას ფეხბურთელებთან გასახდელში ჩავედი, რაც ადრე ასადროს გამიკეთებია. ეს იმიტომ არ გამიკეთებია, რომ ფეხბურთელებისთვის იღბალი მომეტანა. ასეთი რაღაცეების არ მჯერა.
- გვითხარით, რანიერი მთავარ მწვრთნელად რჩება?
- გადაწყვეტილება, რომელიც მომავალს განსაზღვრავს, 3 დღეში არ უნდა მიიღო. როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას ნაჩქარევად იღებ, ყველაფრის დანგრევის საფრთხის წინაშე აღმოჩნდები, აგერევა მთელი გეგმები. რანიერი სერიოზული, საქმიანი, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანია. ახლა თუ ასეთ სერიოზულ გადაწყვეტილებას მივიღებთ, შეიძლება ძალიან ბევრს საქმე გავუფუჭოთ. მითუმეტეს, ვფიქრობ, შექმნილ სიტუაციაში დამნაშავე მხოლოდ მწვრთნელი არაა. მოკლედ, რანიერი რჩება და ახლა ეს თამამად შემიძლია გითხრათ.
- და პარალელურად ახალ მწვრთნელზეც ფიქრობთ?
- ახლა მხოლოდ რანიერიზე ვფიქრობ (იცინის).
- რაშია თქვენი გუნდის პრობლემა, ხასიათში? ინტერმა ხომ 22 იანვრიდან დღემდე, სერია A-ში მხოლოდ ერთი გამარჯვების მოპოვება მოახერხა?
- მიმაჩნია, რომ საქმე მხოლოდ ხასიათში და სულიერებაში კი არა, უწინარესად, ფეხებშია. ჩვენმა გუნდმა სეზონის განმავლობაში გადაიტანა როგორც კარგი, ასევე, ცუდი მომენტები. დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილება გამოინახება და შექმნილ სიტუაციას გავუმკლავდებით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ უჩვეული სიტუაციაში ვართ.
- რას გვეტყვით ფორლანისა და რანიერის კონფლიქტზე? თქვენ უკვე ორივეს ესაუბრეთ?
- დიახ, მე მათ ვესაუბრე - ჯერ ფორლანს, მერე რანიერის. უწინარესად, მინდა გითხრათ, რომ სერიოზული არაფერი მომხდარა. ის, რაც მოხდა, მათი ურთიერთობის შედეგია. მათ საკმაოდ ღია ურთიერთობა ჰქონდათ.
- თავის დროზე ხომ ეტო’ოსაც უთამაშია მარცხენა მცველის პოზიციაზე...
- შეეშვით ეტო’ოსთან პარალელების გავლებას. იმ სეზონში გუნდმა მოიგო ყველაფერი, რაც შეიძლებოდა და რაც არ შეიძლებოდა ისიც. სიტუაცია სულ სხვაგვარი იყო.
- როდესაც დღევანდელ "ინტერს” განვიხილავთ, შეიძლება ტოტალურ ჩავარდნაზე ვისაუბროთ?
- ვფიქრობ, არ უნდა ვისაუბროთ უიღბლობაზე. რა თქმა უნდა, იღბალსაც შეუძლია ხანდახან თავისი სიტყვის თქმა, მაგრამ თუკი იღბალს ასეთ დიდ მნიშვნელობას მივანიჭებთ, დროთა განმავლობაში ის შესაძლოა ჩვენ ალიბად იქცეს.
- თქვენს ყოფილ თანაშემწე გაბრიელ ორიალისა და ტექნიკურ დირექტორ მარკო ბრანკას კონფლიქტში რომლის მხარეს ხართ?
- ჩემთვის მიუღებელია, როდესაც კლუბის სტრუქტურიდან წასული ადამიანი, მერე ისეთ რამეებს ამბობს, რაც ორიალისგან მოვისმინე. ამ შემთხვევაში ბრანკოს მხარეს ვარ!
- კვირას სუპერდერბია "იუვენტუსსა” და "ინტერს” შორის. ეს ის თამაშია, რომელიც სეზონის გადასარჩენად უკანასკნელი შანსია?
- შეიძლება. ვიმედოვნებ, რომ მოგებას შევძლებთ და ეს გუნდს გამოცოცხლებაში დაეხმარება. ხანდახან სწორედ ერთი მატჩია საკმარისი იმისათვის, რომ ყველაფერი შეიცვალოს და გუნდი საჭირო რელსებს დაუბრუნდეს. ასე რომ, "იუვენტუსთან” გამარჯვებამ შესაძლოა გუნდი შეაფუცხუნოს.
- სიმართლე გვითხარით. მომავალ წელს "ინტერს” იტალიელი გაწვრთნის?
- კარგად ბრძანდებოდეთ!

ნანახია: 546 | დაამატა: Giuseppe-Meaca | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 nerazuri  
0
bolo magari iyo:d morati gadzliereba chirdeba gunds gadzlierebaaaaaaaaaa...neta martla movugot iuves

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter