მილანის "ინტერის” პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ განაცხადა, რომ "ნერიაძური” "ნაპოლის” თავდამსხმელის ესეკიელ ლავესის გადაბირებას შეეცდება.
"დიახ, ჩვენ გვინდა ლავესის გაფორმება. ვალტერ მაცარის მუშაობა უნდა ავღნიშნო. გუნდში საჭიროა მაღალი დონის ფეხბურთელების ყოლა, თუმცა ის, როგორც "ნაპოლი” თამაშობს ნამდვილი მიღწევაა”, – განაცხადა მორატიმ.
იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ლავესიმ 22 ჩატარებულ მატჩში რვა გოლის გატანა მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ "ინტერს” ლავესის გადაბირება სეზონის დაწყებამდე სურდა, თუმცა ნეაპოლელებმა მილანელთა წინადადება უარით გაისტუმრეს.
|